ქალთა კლუბი "ლანჩხუთი" შვედურ "როზენგორს“ დაუპირისპირდება

ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი” ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალში შვედურ „როზენგორს“ დაუპირისპირდება. ამის შესახებ ცნობილი უეფას მიერ ჩატარებული კენჭისყრის შემდეგ გახდა.

1/16-ფინალის პირველ მატჩს „ლანჩხუთი“ 9-10 დეკემბერს საქართველოში გამართავს, ხოლო განმეორებითი შეხვედრა 15-16 დეკემბერს, შვედეთში გაიმართება.