ქალთა საფეხბურთო კლუბი "ლანჩხუთი“ ჩემპიონთა ლიგაზე 0:7 დამარცხდა

ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ ჩემპიონთა ლიგაზე შვედურ „როსენგარდთან“ 0:7 დამარცხდა.

თამაშის პირველი ნაწილი 6:0 დასრულდა, მეორე ტაიმში კი მოწინააღმდეგეება  კიდევ ერთი გოლი გაიტანეს.

ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე გაიმართა.

საპასუხო შეხვედრა 16 დეკემბერს შვედეთის ქალაქ მალმიოში გაიმართება.