ქალთა საფეხბურთო კლუბი ,,ლანჩხუთი" ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს - VIDEO

ქალთა საფეხბურთო კლუბმა ,,ლანჩხუთი" ჩემპიონთა ლიგის დასკვნითი საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში რუმინეთში ადგილობრივი ჩემპიონი "კლუჟი" დაამარცხა.

ლანჩხუთელებმა რუმინელებს ანგარიშით 1:0 სძლიეს. გოლი მეორე ტაიმში ხატია ჭყონიამ გაიტანა.

"ლანჩხუთი" პირველი ქართული საფეხბურთო კლუბია, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს.