ქართველ მოჭადრაკეთა მორიგი გამარჯვება მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალში

ქართველმა მოჭადრაკეებმა მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალში აზერბაიჯანის ნაკრები დაამარცხეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ჭადრაკის ფედერაცია ავრცელებს.

"ქართველი მოჭადრაკეების გამარჯვებით დასრულდა მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის მეოთხედფინალური დაპირისპირების პირველი მატჩი! 

ქართველმა ქალებმა აზერბაიჯანელი მოჭადრაკეები დაამარცხეს!", - აღნიშნულია ინფორმაციაში.