ქართველ მწვრთნელს კორონავირუსი აქვს

"ლვოვის" ქართველ მწვრთნელ გია ცეცაძეს კორონავირუსი აქვს. ცეცაძე უკრაინის ჩემპიონატის უკანასკნელი ტურის მატჩს, რომელშიც ერთმანეთს "ლვოვი" და "ზარია" შეხვდნენ არ დაესწრო. როგორც აღმოჩნდა მისი არყოფნის მიზეზი კორონავირუსი გახლდათ.

ქართველი სპეციალისტი დაინფიცირებულთა შორისაა და დაახლოებით 2 კვირა კარანტინში ყოფნა მოუწევს.