ქართველი ბატუტზე მხტომელები მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ

ბატუტზე სინქრონულიმხტომელები, მაია ბოჭორიძე და ანა ლაპიაშვილი 11-12 წლამდელთა კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ. ახალგაზრდა და მოზარდ სპორტსმენთა ჩემპიონატი იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარეობდა.

ქართველ გოგონათა წყვილმა კვალიფიკაციის ეტაპზე 44.710 ქულა დააგროვა, ფინალურ ეტაპზე კი 44.340 ქულით პირველ ადგილზე გავიდა. ფინალში მათ რუსეთისა და იაპონიის წარმომადგენლებს აჯობეს.

იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონათზე საერთაშორისო მსაჯად საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი, რუსუდან ხოფერიაც იყო მიწვეული.