ქართველი ძიუდოისტები მსოფლიო ჩემპიონატიდან ოქროს მედლებით დაბრუნდნენ

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა.

ქართველმა ძიუდოისტებმა იტალიის ქალაქ ოლბიაში გამართულ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 4 ოქროს მედალი მოიპოვეს.

ჩემპიონის წოდება და ოქროს მედლები გიორგი სარდალაშვილმა, გიორგი შერაზადიშვილმა, ილია სულამანიძემ და საბა ინანეიშვილმა მოიპოვეს.