ქართველი ფეხბურთელი Transfermarket-ზე ნახვებით ლიდერობს

ქართველი ფეხბურთელი გიორგი გოროზია ცნობილ საიტ Transfermarkt-ზე დღის ყველაზე ნახვად მოთამაშეებს შორისაა. აღნიშნულ სიას გიორგი გოროზია ლიდერობს, რომელიც ამ ეტაპზე უკლუბოდაა. გიორგი გოროზიას შემდეგ მეორე და მესამე ადგილებს მსოფლიო ფეხბურთის საუკეთესო წარმომადგენლები: ლეო მესი და კრიშტიანუ რონალდუ იკავებენ.