ქართველი ფეხბურთელის "პოკერი" ბელგიაში

ბელგიის პირველი დივიზიონის პირველ ტურში "სერენმა" სტუმრად ბექა ვაჩიბერაძის "ლომელი" 5:3 დაამარცხა. აღნიშნულ მატჩში პოკერი 19 წლის თავდამსხმელმა ჟორჟ მიქაუტაძემ შეასრულა.

მიქაუტაძემ გოლები მე-10, 50-ე, 55-ე და 71-ე წუთებზე გაიტანა.

მიქაუტაძე ლიონშია დაბადებული და საფრანგეთის მოქალაქეა, "მეციდან" "სერენში" კი სეზონის ბოლომდეა განათხოვრებული. მან საკონტროლო მატჩში "გენტის" კარიც დალაშქრა.