ქართველი ქალი მოჭადრაკეების კიდევ ერთი წარმატება

მონაკოში ელვისებურ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონატი დასრულდა. ასპარეზობა შვეიცარული სისტემით, 13 ტურად გაიმართა. მასში მონაწილეობას 25 ქვეყნის 90-მდე სპორტსმენი იღებდა.

ჩემპიონის ტიტული მსოფლიოს ექსჩემპიონმა, რუსმა ალექსანდრა კოსტენიუკმა მოიპოვა.

ქართველი მოჭადრაკეებიდან კი ნონა გაფრინდაშვილმა 7 ქულა დააგროვა, რითაც პირველი ადგილი აიღო 65+ კატეგორიაში; მაია ჩიბურდანიძემ 7.5 ქულა აიღო და 50+ კატეგორიის ფინალში ყაიმს დასჯერდა. ნანა ძაგნიძემ კი 8.5 ქულა დააგროვა.