ქართველი პარასპორტსმენები პარალიმპიადის ფინალში გავიდნენ

ქართველი პარაძიუდოისტები ინა ქალდიანი და რევაზ ჩიკოძე ტოკიოში მიმდინარე პარალიმპიადის ფინალში გავიდნენ. 

ინა ქალდანი, რომელიც -70 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს, მეოთხედფინალში მექსიკელ ლენია რუვალკაბას დაუპირისპირდა. ქართველმა პარაძიუდოისტმა მეტოქე "მახრჩობელათი" დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. აქ მან იაპონელ კაზუსა ოგავასთან მოიპოვა გამარჯვება და პარალიმპიადის ფინალში გავიდა. 

რევაზ ჩიკოძე, რომელიც +100 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს, მეოთხედფინალში იაპონელ კენტო მასაკის შეხვდა და იპონით დაამარცხა. მან გამარჯვება ნახევარფინალშიც მოიპოვა და ახლა უკვე პარალიმპიადის ფინალში იასპარეზებს. 

ფინალური ბლოკი 11:30 საათიდან დაიწყება.