ქართველმა ძიუდოისტებმა ევროპის ჩემპიონატზე საპრიზო ადგილები აიღეს

საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრები - ბექა ღვინიაშვილი (-90 კგ), გურამ თუშიშვილი (+ 100 კგ) და ლევან მატიაშვილი (+ 100 კგ) ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.

19-21 ნოემბერს, ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, ქართველმა ძიუდოისტებმა ჯამში 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლეს და მედლების რაოდენობით, 40 ქვეყანას შორის მესამე ადგილი დაიკავეს.