ქართველმა მოციგურავეებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლი მოიპოვეს - VIDEO

მოციგურავეებს შორის იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს სახელით მოასპარეზე წყვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. მარია კაზაკოვამ და გიორგი რევიამ შეჯიბრი 176.19 ქულით დაასრულეს. მათ სულ რაღაც 0.99 ქულით აჯობა აშშ-ის წარმომადგენელმა წყვილმა. 

იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატი ტალინში გაიმართა. კაზაკოვა-რევიას წყვილმა ორიგინალური რითმული ცეკვა და თავისუფალი პროგრამა წარადგინეს.