კენჭაძე და პეტრიაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში იჭიდავებენ

ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში დღეს ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო. ტურნირის პირველ დღეს, 2 ოქტომბერს 61, 74, 86 და 125 კგ წონითი კატეგორიების თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ასპარეზობენ.

საქართველოს ტურნირზე ბექა ლომთაძე (61 კგ), ავთანდილ კენჭაძე (74 კგ), სანდრო ამინაშვილი (86 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ) წარმოადგენენ.

წარმატებული გამოსვლის შედეგად, კენჭაძე და პეტრიაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში იჭიდავებენ.

ნახევარფინალური შეხვედრები თბილისის დროით 18:30-ზე დაიწყება. დღევანდელ წონებში მედლები კი სამ ოქტომბერს გათამაშდება.