ხაბიბ ნურმაგომედოვი მამის გარდაცვალებას "ინსტაგრამით" გამოეხმაურა

UFC-ის მოქმედმა ჩემპიონმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა მამის გარდაცვალების შემდეგ Instagram-ზე პირველი პოსტი გამოაქვეყნა.

"ყოვლისშემძლე ამბობს, რომ არავის სცე თაყვანი, გარდა შენი მშობლებისა. თუ რომელიმე ან ორივე მშობელი ასაკში იქნება, არ უთხრა მათ: ფუჰ, რას ჰგავხარ! - არ უყვიროთ მათ და მიმართეთ პატივისცემით. 

მომენატრები მამა. შენ მხოლოდ მშობელი კი არა, არამედ მეგობარი, ძმა და მწვრთნელიც იყავი ერთი სახით. შენ ფაქტობრივად ყველაფერი მასწავლე. იმედი მაქვს, კმაყოფილი იყავი ჩემით, რადგან მშობლების კმაყოფილება ალაჰის კმაყოფილებაა". - წერს დაღესტნელი სპორტსმენი.

აბდულმანაპ ნურმაგომედოვი 3 ივლისს, 57 წლის ასაკში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.