ხელბურთში საქართველო ფინეთის დაპირისპირება ფრედ დასრულდა

თბილისის სპორტის სასახლეში, ხელბურთში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი შეხვედრა შედგა. საქართველოს ნაკრებმა ფინეთს უმასპინძლა. უდაძაბულესი ბრძოლა ფრედ 24:24 დასრულდა. საქართველოს ნაკრების რიგებში საუკეთესო გიორგი ცხოვრებაძე იყო, რომელმაც სკანდინავიელთა კარი 8-ჯერ დალაშქრა. განმეორებითი შეხვედრა 19 იანვარს, ფინეთში გაიმართება.