ხვიჩა კვარაცხელია მატჩის საუკეთესო მოთამაშე მეოთხედ გახდა

ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერლიგის ბოლო, 30-ე ტურის შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ქართველის გუნდი მოსკოვის სპარტაკს ეთამაშებოდა და 1:2 დამარცხდა. ამის შესახებ, „მატჩ ტვ“-ის ოფიციალური ვებ-გვერდი წერს.

საინტერესო ფაქტია – საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ბოლო 7 ტურში მატჩის საუკეთესო მოთამაშედ მეოთხედ დაასახელეს.

ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე რუსეთის პრემიერლიგის 27 მატჩში 3 გოლი და 2 საგოლე პასია.