ხვიჩა კვარაცხელიას ყიდვას "ტოტენჰემი" განიხილავს

საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" 20 წლის თავდამსხმელი კარიერას სავარაუდოდ იტალიაში გააგრძელებს. გასულ კვირას გავრცელებული "მილანის" ინტერესის შესახებ ამბავი დღეს Sky italia-ს სტატიით გაგრძელდა, სადაც ნათქვამია, რომ კვარაცხელიათი "ტოტენჰემი" დაინტერესდა.

ცნობილი გახდა ისიც, რომ "მილანს" "რუბინმა" ტრანსფერისთვის 18 მილიონი ევრო მოსთხოვა, რაზეც იტალიურმა კლუბმა თანხმობა არ დაუდასტურა. კვარაცხელიას ბედი მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდზე "რუბინსა" და "ტოტენჰემს" შორის გადაწყდება.