კიდევ ერთი ოლიმპიური მედალი! - ირაკლი ღრიბაშვილი ლაშა შავდათუაშვილს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ლაშა შავდათუაშვილს ოლიმპიურ მედალს ულოცავს.

„კიდევ ერთი ოლიმპიური მედალი! ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორია. ვულოცავ ლაშას და მის ყველა გულშემატკივარს“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

ლაშა შავდათუაშვილმა ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ლაშა გახდა პირველი ძიუდოისტი საქართველოს ისტორიაში, რომელმაც მედლები სამ ოლიმპიადზე მოიპოვა.