კიდევ ერთი ტრავმა საქართველოს ნაკრებში

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის ემზადება. ვლადიმერ ვაისის გუნდი ესტონეთში 23 ფეხბურთელის შემადგენლობით გაემგზავრება. ქართველებს ტრავმის გამო კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდათ. 

ესტონეთში ვაკო გვილია არ გაემგზავრა. ვარშავის "ლეგიას" ქართველი ლეგიონერი შესაძლოა ნაკრებს უეფას ერთა ლიგის მეორე შეხვედრაში შეუერთდეს. მკურნალობის პროცესს ფეხბურთელი თბილისში გადის და ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ დაგეგმილი მატჩისთვის მზად იქნება.