კოლუმბიის ყოფილ ფეხბურთელს ნარკოვაჭრობისთვის 11 წელი მიუსაჯეს

კოლუმბიის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს ჯონ ვიაფარას ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 42 წლის ყოფილ ფეხბურთელს განაჩენი აშშ-ის ტეხასის შტატის ფედერალურმა სასამართლომ გამოუტანა.

"ამ საქმეში ბრალდებულს ყველაფერი ჰქონდა - მსოფლიო დიდება, ქონება და სტატუსი. მიუხედავად ამისა, მან საკუთარი ნიჭის გამოყენება ნარკოტიკებით ვაჭრობით ბოროტების ხელშესაწყობად გამოიყენა", - ნათქვამია პროკურორ ნიკოლას განჯის განცხადებაში.

ვიაფარას აშშ-ში ექსტრადირება გასული წლის იანვარში მოხდა. ნოემბერში ბრალდებულმა ნარკოვაჭრობის ბრალდება აღიარა და განაცხადა, რომ გარიგებაში მონაწილეობდა, რის საფუძველზე აშშ-ში 5 კილოგრამზე მეტი კოკაინის შეტანა მოხდა. გამოძიება 3 წელზე მეტხანს გრძელდებოდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით ვიაფარა კრიმინალური ქსელის წევრი იყო, რომელთაც 2008- 2018 წლებში ნარკოტიკების გადაზიდვას ეწეოდა.

ჯონ ვიაფარა კოლუმბიის ნაკრებში 2003-2010 წლებში თამაშობდა. 2004 წელს ის " ონსე კალდასის" შემადგენლობაში ლიბერტადორესის თასის მფლობელი გახდა.