"კოპა ამერიკა" 2021 წლისთვის გადაიდო

კორონავირუსის გავრცელების გამო, სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, 2020 წლის "კოპა ამერიკა" 2021 წლისთვის გადაიდო. Globo Esporto-ს ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება Conmebol-მა ევროპის ჩემპიონატის გადადების შემდეგ მიიღო. შეგახსენებთ რომ 2020 წლის სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატისთვის არგენტინასა და კოლუმბიას უნდა ემასპინძლათ.