კრიშტიანუ რონალდო ტყუპების მამა გახდება

ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდო და მისი შეყვარებული ჯორჯინა როდრიგესი ტყუპების მშობლები გახდებიან. სასიხარულო ამბავი წყვილმა Instagram-ზე გაავრცელა.

ამის შესახებ პოსტი ჯერ ფეხბურთელმა გამოაქვეყნა, შემდეგ კი ჯორჯინამ. 

„მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ ტყუპებს ველოდებით. ჩვენი გული სავსეა სიყვარულით - მოუთმენლად ველით თქვენთან შეხვედრას”, - წერს კრიშტიანუ.

წყვილს უკვე ჰყავს 3 წლის ქალიშვილი - ალანა. ისინი ერთად  კიდევ სამ შვილს ზრდიან: რონალდუს ასევე ჰყავს ვაჟი, კრიშტიანო უმცროსი და ტყუპები, ევა და მატეო, რომლებიც სუროგატი დედისგან გაჩდნენ. ჯამში, ფეხბურთელს 6 შვილი ეყოლება.