კრიშტიანუ რონალდუ "იუვენტუსში' საუკეთესოა

კრიშტიანუ რონალდუ "იუვენტუსის" 2019-2020 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ინფორმაციას ტურინული კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს. გუნდის საუკეთესო მოთამაშე გულშემატკივრებმა ხმის მიცემის შედეგად გამოავლინეს. 

პორტუგალიელმა სერია ა-ს 33 მატჩში 31 გოლი გაიტანა. ყველა ტურნირში კი მის ანგარიშზე 37 გოლია, რითიც მან კლუბის რეკორდი დაამყარა. 

"ბებერი ქალბატონის" შემადგენლობაში, რონალდომ იტალიის ჩემპიონატი ზედიზედ მეორედ მოიგო.