კრიშტიანუ რონალდუმ პელეს გაუსწრო

"იუვენტუსის" ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ პელეს კარიერის მანძილზე გატანილი გოლების რაოდენობით გაუსწრო.

3 იანვარს იტალიის ჩემპიონატის მატჩის დროს "უდინეზეს" წინააღმდეგ რონალდუმ დუბლი გააკეთა, 757-ე და 758-ე გოლები გაიტანა. პელეს კარიერის მანძილზე 757 გოლი ჰქონდა.

პელეს რეკორდის გასაუმჯობესებლად რონალდუს 1032 თამაში დასჭირდა. ბრაზილიელმა 757 გოლი 812 ოფიციალურ მატჩში გაიტანა.

35 წლის ფეხბურთელს 5 გოლი აქვს გატანილი "სპორტინგის" გუნდში, 118 გოლი - "მანჩესტერ იუნაიტედში", 450 გოლი - მადრიდის "რეალში" და 83 გოლი - "იუვენტუსში". კიდევ 102 გოლი მან პორტუგალიის ნაკრების მატჩებში გაიტანა.