კუნგ ფუ-ში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა

ამბროლაურში საქართველოს ჩემპიონატი კუნგ-ფუ-ში გაიმართა, სადაც 10 მუნიციპალიტეტის 120-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა.

გამარჯვებულები ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ და სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ გიორგი მაქარაშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დააჯილდოვეს.