"ლა ლიგა" კუნძულებზე გადაინაცვლებს?

ესპანეთის ჩემპიონატი შესაძლოა კანარის კუნძულებზე გაგრძელდეს. ქალაქ ტენერიფეს სასტუმროების ასოციაციამ, ტურნირის ხელმძღვანელობას "ლა ლიგის" განახლება კუნძულებზე შესთავაზა. ასოციაციის აზრით, მათ მიერ შეთავაზებული ლოკაცია იზოლირებული და შედარებით დაცულია, ამის გარდა კანარებზე უამრავი სასტუმროა, შესაბამისად პრიმერას და მეორე ლიგის გუნდების განთავსება არ უნდა გაჭირდეს.