"ლანჩხუთის" მწვრთნელმა დანაპირები შეასრულა და გასახდელში იცეკვა - VIDEO

ქალთა საფეხბურთო კლუბ "ლანჩხუთის" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჩხაიძემ დანაპირები შეასრულა და მოგებული თამაშის შემდეგ გასახდელში იცეკვა. 

"პირველი თამაშის შემდეგ გოგოებს დავპირდი, თუ მოვიგებთ, ვიმღერებ-მეთქი, ახლა კი დავპირდი, თუ მოვიგებთ, ვიცეკვებ-მეთქი და ვასრულებ დანაპირებს", - თქვა გიორგი ჩხაიაძემ.

შეგახსენებთ, ქალთა საფეხბურთო კლუბი ,,ლანჩხუთი" ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს.