ლაშა ბექაური ნახევარფინალშია

ძიუდოისტი ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალშია. მეოთხედ ფინალში მან უზბეკეთის წარმომადგენელი დავლატ ბობონოვი დაამარცხა.

პირველ წრეში ბექაური პოლონელ კუჩერას შეხვდა და მოწინააღმდეგის სუფთა გამარჯვებით დასამარცხებლად ორი წუთიც არ დასჭირვებია, შემდეგ კი ისრაელის წარმომადგენელი ლი კოხმანი დაამარცხა.

ნახევარფინალში ქართველი სპორტსმენის მეტოქე რუსეთის წარმომადგენელი, მიხაილ იგოლნიკოვი იქნება.