ლაშა გობაძემ რუსი მოჭიდავე დაამარცხა და ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა

ლაშა გობაძემ, რომელიც ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში 87 კილოგრამ კატეგორიაში ასპარეზობა, რუსი მოწინააღმდეგე, მილად ალირზაევი დაამარცხა და ოლიმპური თამაშების ლიცენზია მოიპოვა. 

ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის საკვალიფიკაციო ტურნირის ნახევარფინალში შეხვედრა ანგარიშით 9:5 დასრულდა, რის შედეგადაც ფინალში გავიდა.