ლაშა ტალახაძე დღეს ოქროსთვის იბრძოლებს

ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ქართული დელეგაციის მედროშე, ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე (+109 კგ) , რომელიც მძიმეწონოსან ძალოსანთა შორის მთავარი ფავორიტია, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულისთვის იბძოლებს. 

ქართული სპორტის ისტორიაში ლაშა ტალახაძე რაფაელ ჩიმიშკიანის, კახი კახიაშვილის და გიორგი ასანიძის შემდეგ მეოთხე ძალოსანია, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებზე ჩემპიონობა იზეიმა.

დღესვე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს რამაზ ზოიძე (67).