ლაშა ტალახაძემ მსოფლიო რეკორდი დაამყარა

ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მან რუსეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 222 კილოგრამი დააფიქსირა.

პირველ ატაცში მან 208 კლოგრამი შეიკვეთა, მეორე მცდელობაზე 211 კილოგრამი დაძლია, ხოლო მესამე ჯერზე 217 კილოგრამი აიტაცა. 

ოქროს მედლის მოპოვების შემდეგ ლაშა მსოფლიო რეკორდის დამყარებაზე წავიდა და 222 კილოგრამი დააფიქსირა.