ლაშა ტალახაძის მორიგი რეკორდი - VIDEO

ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ დღეს გამართულ ვარჯიშზე მორიგი რეკორდი დაამყარა. საქართველოს ძალოსანთა ეროვნული გუნდის ლიდერმა ატაცში 222 კილოგრამი დაძლია. 

დღემდე, მისი რეკორდი 220 კილოგრამი გახლდათ. 

ფაქტის ამსახველი ვიდეო ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის Facebook გვერდზე გამოქვეყნდა.