ლებრონ ჯეიმსი AP-მა წლის სპორტსმენად დაასახელა

კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი 2020 წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა. სააგენტო Associated Press-ის ტრადიციულ, ყოველწლიურ რეიტინგში მან უკან ჩამოიტოვა ამერიკული ფეხბურთის გუნდის „კანზას-სიტის“ კვოტერბეკი პატრიკ მაჰოუმსი და ფორმულა 1-ში მსოფლიოს ჩემპიონი ლუის ჰემილტონი.

 „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ 35 წლის ლიდერისთვის ეს ჯილდო მეოთხეა კარიერაში. ადრე ის საუკეთესო სპორტსმენი გახდა 2013, 2016 და 2018 წლებში.