ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონია

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონია.

ქართველმა მოჭიდავემ სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე 23-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ოქროს მედალი მოიპოვა. 

ლერი აბულაძე თურქ აჰმეთ იარს დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა.