ლეროი სანე "ბაიერნში" 10 ნომრიანი მაისურით ითამაშებს - VIDEO

„ადიდასის“ ოფიციალური „ტვიტერის“ საშუალებით ცნობილი გახდა, გუნდის ახალწვეული ლეროი სანე 10-ნომრიან მაისურს მოირგებს. ამჟამად ამ ნომრით ფილიპე კოუტინიო თამაშობს, რომელიც „ბაიერნში“ იჯარის წესით თამაშობს. 

ლეროი სანემ "რეკორდმაისტერთან" კონტრაქტი 2025 წლამდე გააფორმა. მანჩესტერ სიტიდან გადაბარგებული ფეხბურთელი, ახალ კლუბს მომავალი კვირიდან შეუერთდება.