ლიონელ მესი "ბარსელონას" ახალ მწვრთნელს ესაუბრა

ლიონელ მესი "ბარსელონას" ახალ მწვრთნელს, რონალდ კუმანს შეხვდა და თავის მომავალზე ესაუბრა.

როგორც RAC1-ი იტყობინება, ჰოლანდიელ სპეციალისტს მესიმ უთხრა, რომ ჯერ გადაწყვეტილი არა აქვს, დატოვებს თუ არა "ბარსას".

არგენტინელი "ბაიერნთან" 2:8 წაგების შემდეგ გუნდში შექმნილი სიტუაციით უკმაყოფილოა. გუნდის საუკეთესო ფეხბურთელმა ისიც იცის, რა სირთულეები ელის კლუბიდან წასვლის შემთხვევაში, რადგან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.