ლიონელ მესი ჩე გევარას შეადარეს

ფრანგული გამოცემა „ეკიპის" გაზეთის გარეკანზე გამოტანილია „ბარსელონას“ კაპიტნის ლიონელ მესის გამოსახულება. ილუსტრაციაში არგენტინელი ფეხბურთელი, თანამემამულე რევოლუციონერს, ჩე გევარას მიამსგავსეს, ფოტოს ქვემოთ კი წარწერაა: „ლიონელ მესი. ბარსელონელი ჩე“. "ეკიპმა" მსგავსი გარეკანი მას შემდეგ მოამზადა, რაც მესიმ გამოაცხადა, რომ "ბარსას" მოთამაშეები უმრავლესობა  ხელფასის 70 პროცენტით შემცირებას დათანხმდნენ.