ლიონელ მესიმ "ბარსელონადან" წასვლა გადაწყვიტა

ლიონელ მესი "ბარსელონას" დატოვებს. როგორც რადიოსადგურ Onda Cero-ს ჟურნალისტი, ალფრედო მარტინესი "ტვიტერზე" წერს, არგენტინელმა კლუბს აღნიშნული გადაწყვეტილება ფაქსით შეატყობინა. 

წყაროს ინფორმაციით, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი კონტრაქტში ჩადებულ პირობას გამოიყენებს და ხელშეკრულებას ცალმხრივად გაწყვეტს. 

აღსანიშნავია რომ ლიონელ მესი გუნდთან ერთად ვარჯიშს აღარ აპირებს და არც კორონავირუსზე ტესტს გაივლის. მისი გადაწყვეტილება საბოლოოა.