ლიონელ მესიმ მილანში სახლი იყიდა

"ბარსელონას" შემტევმა ლიონელ მესიმ, იტალიის ქალაქ მილანში სახლი შეიძინა. ამის შესახებ La Gazzetta dello Sport-ი წერს. აღსანიშნავია, რომ არგენტინელის "პენტჰაუსი" ელიტარულ რაიონ "პორტა ნუევაში", "ინტერის" ოფისის მახლობლად მდებარეობს.

აქამდე მილანში გარკვეულ ქონებას ლიონელის მამა, ხორხეც დაეუფლა. შეგახსენებთ რომ იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, "ინტერი" მზად არის ლიონელ მესის 4 წლიანი კონტრაქტი შესთავაზოს და წელიწადში 260 მილიონი ევრო გადაუხადოს.