ლიონელ მესის თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა

არგენტინელი ფეხბურთელის, ლიონელ მესის კერძო თვითმფრინავი, რომელიც მოთამაშეს 11 მილიონი ფუნტი დაუჯდა, ბრიუსელის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ, დაახლოებით 43 წუთში ისევ ბელგიის დედაქალაქში, ავარიულად დაეშვა. The Sun-ის ინფორმაციით მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი კანარის კუნძულებზე, კერძოდ კი ტენერიფეში მიფრინავდა.