ლობჯანიძე პრემიერლიგაში გატანილი გოლებით მესამეა

ყაზახეთის პრემიერლიგა დასრულდა. ჩემპიონატში  28 წლის გუჯა ლობჯანიძემ 12 მატჩში 7 გოლის გაიტანა შეძლო და ამ შედეგით მან "ბომბარდირებში" მე-3 ადგილი დაიკავა.

გუჯა ლობჯანიძე ყაზახეთის ყველაზე სასარგებლო ფეხბურთელებს შორის მოხვდა.

საქართველოს ნაკრებისა და კიზილორდას "კაისარის" თავდამსხმელი საუკეთესო ფეხბურთელებს შორის დასახელდა "გოლი + პასი" სისტემითაც. მან სეზონში რვა ქულა დააგროვა (7 გოლი + 1 საგოლე გადაცემა) და მეექვსე ადგილზე გავიდა.

შეგახსენებთ, რომ ნოემბერში გუჯა ლობჯანიძეს „კაისართან“ კონტრაქტი დაუსრულდა და სანაკრებო შეხვედრების შემდეგ ყაზახეთში აღარც დაბრუნებულა. ახლა ის თავისუფალი აგენტია.