"ლოს ანჯელეს გალაქსის" ფეხბურთელი გუნდიდან გაუშვეს

კალიფორნიულმა საფეხბურთო კლუბმა „ლოს-ანჯელეს გალაქსიმ“ სერბი ფეხბურთელი, ალექსანდარ კატაი გუნდიდან გაუშვა. კლუბმ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ თანამშრომლობა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეწყდა. 

29 წლის სერბის გუნდიდან გაშვება მისი მეუღლის, ტეა კატაის რასისტული პოსტების გამო გადაწყდა. ფეხბურთელის მეუღლემ „ინსტაგრამის“ სთორიში აშშ-ში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფოტო გამოაქვეყნა და ამერიკელ სამართალდამცველებს სერბულ ენაზე „ნეხვის მოკვლისკენ“ მოუწოდა.

მოგვიანებით ფეხბურთელმა, ცოლის მიერ დადებული პოსტები დაგმო და მიუღებელი უწოდა, თუმცა აღნიშნულმა კომენტარმა კატაის ვერ უშველა.