ლუკა ზარანდიას ახალი კლუბი ცნობილია

"ზულტე ვარეგემის" ახალგაზრდა შემტევი ლუკა ზარანდია, კარიერას ყაზახეთში, კერძოდ კი კოსტანაის "ტობოლში" გააგრძელებს. 24 წლის ფეხბურთელი ახალ კლუბში 4 თვიანი იჯარის წესით იასპარეზებს. ზარანდია პოლონურ "არკაში" დაბრუნებასთან ახლოს იყო, თუმცა როგორც ჩანს ჯაბა კანკავასა და ნიკა კვეკვესკირის თანაგუნდელი გახდება. შეგახსენებთ, რომ ლუკა ზარანდია საქართველოს ნაკრების კანდიდატად მიიჩნევა.