მაიკ ტაისონმა ხელჩართული ჩხუბი გამოიწვია - VIDEO

აშშ-ში, ჯექსონვილში გამართულ რესლინგის შოუზე, მსოფლიოს ექს-ჩემპიონი, ლეგენდარული მაიკ ტაისონი UFC-ის ყოფილ ჩემპიონებთან, ჰენრი სეჰუდოსთან, ვიტორ ბელფორტსა და რაშად ევანსთან გამოჩნდა. ტაისონმა კრის ჯერიკოსთან ჩხუბის პროვოცირება მოახდინა, რასაც ხელჩართული ჩხუბი მოყვა.