მაიკლ ჯორდანის საკოლექციო ბარათი 1.44 მილიონად გაიყიდა

კალათბურთელ მაიკ ჯორდანის საკოლექციო ბარათი Heritage-ის აუქციონზე რეკორდულ თანხად - 1.44 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.

ბარათზე კალათბურთელის ხელმოწერაა დატანილი. ამასთან, ბარათს ღირებულებას მაიკლ ჯორდანის მაისურის ნაწილიც მატებს, რომელიც მას 1992 წლის All-Star-ის მატჩზე ეცვა.

ბარათი 1997 წელს არის გაცემული და მისი სულ 23 ეგზემპლარი არსებობს.

მანამდე, მაიკლ ჯორდანის მსგავსი ბარათი 915 ათას აშშ დოლარად გაიყიდა.