მაიკლ ჯორდანის შესახებ დოკუმენტურ სერიალს გადაიღებენ

ლეგენდარული კალათბურთელის, მაიკლ ჯორდანის შესახებ დოკუმენტურ სერიალს გადაიღებენ. პროექტის განხორციელებას, სპორტული არხი "Espn" გეგმავს. მრავალსერიანი ფილმის სამუშაო სახელწოდება "ბოლო ცეკვაა". გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით 10 სერიის გადაღება იგეგმება. ფილმის პრემიერა 2020 წლის ივნისში შედგება. შეგახსენებთ რომ ამჟამად მაიკლ ჯორდანი NBA-ს გუნდის "შარლოტ ჰორნეტსის" მფლობელია.