მალხაზ ასათიანის ტრანსფერი საუკეთესოთა შორის მოხვდა

საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილი ფეხბურთელი მალხაზ ასათიანი რუსეთში დააფასეს. პოპულარულმა გამოცემა "სპორტ-ექსპრესმა", ასათიანი ტრანსფერი მოსკოვის "ლოკომოტივის" XXI საუკუნის 10 საუკეთესო ტრანსფერთა შორის დაასახელა. ქართველი ფეხბურთელი დედაქალაქურ გუნდში 2003 წელს, ქუთაისის ტორპედოდან ჩაირიცხა და რუსეთში 2010 წლამდე თამაშობდა. მის ანგარიშზე 125 თამაშში გატანილი 6 გოლია.