"მანჩესტერ სიტი" ლიონელ მესის პრეზენტაციისთვის ემზადება

"მანჩესტერ სიტიმ" ლიონელ მესის შესაძლო ტრანსფერისთვის მზადება დაიწყო. 

"ქალაქელებმა" ერთ-ერთ მსხვილ კომპანიას მესის საარქივო კადრების მოძიება სთხოვეს, რომლის გამოყენებითაც კლუბი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის საპრეზენტაციო ვიდეოს შექმნის. ამის შესახებ Esporte interativo-ს ჟურნალისტი მარსელო ბეჰლერი წერს.

შეგახსენებთ რომ მანჩესტერ სიტი მზად არის ლიონელ მესის 5 წლის განმავლობაში 500 მილიონი გადაუხადოს.