"მანჩესტერ სიტი" "უეფამ" უმკაცრესად დასაჯა

ფინანსური "Fair Play"-ს წესების დარღვევის გამო მანჩესტერ სიტი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. მომდევნო ორ სეზონში ქალაქელები ევროთასებზე ვეღარ ითამაშებენ. ევროპის უმაღლესმა საფეხბურთო ორგანომ, "ქალაქელებს" არც ეს აკმარა და კლუბი 30 მილიონი ევროთი დასაჯა. როგორც გაირკვა კლუბმა სერიოზული შეცდომა ლიცენზირების და ფინანსური "Fair Play'-ს მიმართულებით დაუშვა. რაც 2012-2016 წლების ანგარიშებში კარგად ჩანს.